შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაირა გოგიაშვილი-ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლში, რომელიც შემდგომ წლებში გადაკეთდა ჯერ ფილარმონიასთან არსებულ მინიტურების თეატრად (1967 წ.), ხოლო 1975 წელს სახელმწიფო თეატრად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხორეშანი (ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), მაგდა (თ. გოდერძიშვილი, თ. ჩანტლაძე, "არ შეგირიგდები"), კალუგინა (ა. რიაზანოვი და ბრაგინსკი "ისევ სტყუით, ამხანაგო ნოვოსელცევ"), ჯენი (დ. ფსათასის - "სიცრუის სიბრძნე"), გაბრიელა (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"), ხათუნა რცხილაძე (თ. ჩანტლაძის "ახალ ბინას გილოცავთ") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.15; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |