Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ხობუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1957წწ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1957-1967წწ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობი. იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სხვადასხვა სასიკეთო წამოწყებათა ორგანიზატორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თორნიკე (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), სტიოპა (ნ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), შალვა (გ. ქელბაქიანი "ახალგაზრდა მასწავლებელი"), რომანი (მ. გორკის "მზის შვილები"), მეფე თეიმურაზი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), სატაროდუმი (ფონვიზინის "უმწიფარა"), ექიმი არაბაძე (კ. ბაუჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ლიაპკინ-ტიაპკინი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), და სხვ.; გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "კეთილი ადამიანები", "მაცი ხვიტია" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.17 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |