The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა ჯორჯაძე

დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საფორტეპიანო).

1974-1975წწ. იყო ქ. ვარშავის(პოლონეთი) ფ. შოპენის სახელობის მუსიკალური აკადემიის ასისტენტ-სტაჟიორი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ზოგადი და მუსიკის ესთეტიკა), 1988 წლიდან დოცენტი, 1992 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 1985-1992წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი სასწავლო დარგში, 1992-2002წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგე; პიანისტი, ესთეტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუსიკის სოციალორ-ესთეტიკური პრობლემები", დაიცვა 1974 წელს; ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი PHD, სადოქტორო დისერტაციის თემა - "მუსიკალურ-პროფესიული ინტერესი, როგორც ესთეტიკური პრობლემა", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 600



გააზიარე: