Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინა ჯოხთაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1954 წელს ჩაირიცხა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალურ ფაკულტეტზე, მე-4 კურსიდან გადმოვიდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც მისის პედაგოგები იყვნენ ს. ინაშვილი და ვ. დავიდოვა, შემდეგ გ. ქართველიშვილი. 1959 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური), პარალელურად სწავლობდა ა. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში (ფილოლოგიური ფაკულტეტი). 1960 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ტატიანას პარტიით პ. ჩაიკოვსკის ოპერაში "ევგენი ონეგინი". თეატრში მოღვაწეობის მანძილზე, მან შეასრულა სოპრანოს მთავარი პარტიები შემდეგ ოპერებში: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"); პაპა გენა (ვ. მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა"); ლიუბკა (ს. პროკოფიევის "სემიონ კოტკო"); შორენა, მაშკა (ო. თაქთაქიშვილის "დიდოსტატის მარჯვენა", "სამი ნოველა"); აიდა ( ჯ. ვერდის "აიდა"); ბარბარე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); იაროსლავნა (ა. ბოროდინის "თავადი იგორი"); ტატიანა, პოლინა (პ. ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"). 1969 წელს თეატრის კოლექტივთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა პოლონეთში. თ. ჯოხთაბერიძე იყო ფილარმონიის სოლისტი 1972-1975 წლებში. მართავდა სოლო კონცერტებს, დადიოდა გასტროლებზე მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, პერმში, სვერდლოვსკში, ერევანში და სხვა ქალაქებში. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში რეჟისორის ასისტენტად. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 600; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.33 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |