Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ბერძენი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქუთაისის მე-12 სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ სცენის თანამშრომლად, შემდეგ - მსახიობად. 1953-1956წწ. ვ. აბაშიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1963-1968წწ. ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის ხელმძღვანელი; 1968 წლიდან ადგილობრივი მრეწველობისა და მოსახლეობის კულტურის სახლის დრამატული წრის ხელმძღვანელი. ქუთაისის თეატრის სცენაზე მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნესტორი (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ყარა უსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ამბაკო (გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), შაითან ხიხო (გ. ნახუცრიშვილის "შაითანთ ხიხო"), აგაბო (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), არეთა (ა. გეწაძის "გზა. ყარამანს ქალი მოჰყავს"), გორდეზიანი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), იბრაგიმი (ს. შანშიაშვილის "ანზორი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.18; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |