The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იბერის ძე (ეპისკოპოსი)

Date of birth:3??
Date of death:3??
Category:Religious leader

Biography

ეგრესის სამეფოს პირველი ეპისკოპოსი 318 წლიდან. წარმოშობით კაპადოკიელი ქართველი იყო. V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის აგათანგელოსის გრიგოლ პართელის "ცხოვრების" არაბულ ვერსიაში იგი "იბირ-ბ-ზ-ხუას" სახელით იხსენიება, რაც, ნ. მარის მოსაზრებით, "იბერ სკუას"–იბერის ძის დამახინჯებული გადმოცემაა. მას შემდეგ რაც კაპადოკიის ეკლესიის მეთაურმა ლეონტი კესარიელმა(დაახლ. 315–325) სომეხთა განმანათლებელი გრიგოლი სომეხთა ეპისკოპოსად აკურთხა, ქ. სებასტიის(ახლანდ. ქ. სივასი თურქეთში) ეპისკოპოსს, პეტრეს სთხოვა ეგრისის ეკლესიის მეთაურად იბერის ძე დაესვა ისე "როგორც ამას საეკლესიო კანონები მოითხოვდა". აგათანგელოსის სიტყვით, "ეს ქართველი" იყო "ცხოვრების წესით სამაგალითო, ღვთისმოსავი, საეკლესიო წიგნთა მცოდნე". იგი დიაკონი იყო, როცა ორმოც წამებულთა ნეშტი მოიპოვეს(ქ. კესარეის ტუქსის ბრძანებით სებასტიელი ქრისტიანები მარტის ყინვიან ღამეს შიშვლები შერეკეს ტბაში და ასე დახოცეს, ძვლები კი დაწვეს და ნარჩენები დამალეს, რათა ქრისტიანებს არ ეპოვათ. 3 დღის შემდეგ ქრისტიანებმა წამებულთა ძვლები იპოვეს და "დაჰკრძალეს ლუსკუმასა"). 40 სებასტიელ წამებულთა თვითმხილველმა იბერის ძემ ეგრისის ეკლესიის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ეგრისის დედაქალაქ ციხე-გოჯში დაიდო ბინა, სადაც IV საუკუნეშივე 40 სებასტიელ წამებულთა სახელზე დიდი ზომის ერთნავიანი ბაზილიკა ააგო. რამდენჯერმე გადაკეთებული ეს ეკლესია დღესაც ძველ სახელს ატარებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


Share: