| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავრენტი ციცაგი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1917 წელს; აკ. ფაღავას სტუდია 1924 წელს. 1920 წელს თბილისის ცენტრალურ კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში პირველად გამოვიდა სცენაზე. შეასრულა სოსანას როლი ავქ. ცაგარელის კომედიაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", დრამწრეში მუშაობდა 1922 წლამდე; ამავე წლებში ირიცხებოდა თანამშრომლად რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; მოღვაწეობდა მსახიობად და რეჟისორად: 1924-1925წწ. ჭიათურის, 1925-1926წწ. ბათუმის, 1926-1927წწ. ბაქოს ქართულ, 1927-1928წწ. თბილისის მუშათა, 1929-1930წწ. სამტრედიის, 1931-1932წწ. ფოთის თეატრებში, აგრეთვე 1932-1934წწ. თბილისის ვოროშილოვისა და სტალინის სახელობის მუშათა კლუბებში; იყო სამხატვრო ხელმძღვანელი 1936-1937წწ. ხაშურის, 1938-1940წწ. სამტრედიის, 1941-1942წწ. მახარაძის თეატრებისა; 1941-1942წწ. მუშაობდა რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში; 1943-1952წწ. მსახურობდა საქართველოს სსრ ხალხური შემოქმედების სახლში თეატრალური განყოფილების გამგედ; 1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა სასცენო ხელოვნებას. შესრულებული აქვს 30-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: მეფე (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), რევაზ ბებურიშვილი (ა. წერეთლის "პატარა კახი") და სხვ.; დადგმული აქვს 40-მდე პიესა, მათ შორის: შ. დადიანის "გუშინდელნი", "მზის ამოსვლამდე", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქოწილი", აქვ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა" და სხვ., თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო", ფედოროვის "გზები" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.18; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ. 22 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

