Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცუცა მეძმარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის მეორე ქალთა სკოლა. მოწაფეობის დროს მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში; 1930 წელს მიიწვიეს ბათუმის თეატრის მსახიობად, 1932-1933წწ. თეატრალურ სეზონში იმუშავა ჭიათურის, 1933-1934წწ. - ფოთის, 1934-1937წწ. - თელავის სახელმწიფო თეატრებში; 1937 წლიდან მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ესმა (კ. კალაძის "როგორ"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნატალია (ა. აფინოგენოვის "შიში"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ალისა (ვ. კაიზერის "კინორომანი"), ნანო (ა. შანშიაშვილის "არსენა"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ელენე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი") და სხვ.; კინოში შესრულებული აქვს დედის როლი რეჟისორ ა. რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა" და მსახიობი რ. ჩხეიძის ფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ". წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.19; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |