The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა აბაშიძე

გოჩა აბაშიძე
Date of birth:10 March, 1941  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგება-ვენტილაციის სპეციალობით 1967 წელს.

1967-1968წწ. მუშაობდა რუსთავის ქიმბოჭკოს ქარხნის საამქროს ოსტატად; 1968 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" უფროსი ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მონაწილეობდა ბიჭვინთის მწერალთა შემოქმედებითი სახლის, გორის კულტურის სახლის, თელავის დრამატული თეატრის, სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენაზე ორანჟერიის, სოხუმის სამედიცინო-კიბერნეტიკული ცენტრის, არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის, ექსპერიმენტული პათოლოგიის და თერაპიის ინსტიტუტის (სოხუმი), სახელმწიფო აგარაკ "ჩაიკას" (მიუსერა), საქართველოს პარლამენტის შენობის, ნევროლოგიის ინსტიტუტისა და სხვა ობიექტების ვენტილაცია-კონდიცირების სისტემებისა და სამაცივრო დანადგარების პროექტების დამუშავებაში; წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრაზე; არის მრავალი კვალიფიციური სპეციალისტის აღმზრდელი; მუშაობს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სპეციალიზებული სამუშაოების ხელმძღვანელად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.27


Share: