Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო მშენებელ-ოსტატად გარდაბნის საგზაო უბანზე; 1973 წელს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1974 წელს დაინიშნა ნაძალადევის (ყოფილი ლენინის) რაიონის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უბნის უფროსად; 1975 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N1 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტის მმართველია; 1980 წლიდან კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო რესპუბლიკური გაერთიანების უფროსი; 1982 წელს დაამთავრა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი საგზაო და სამშენებლო ობიექტი, მათ შორისაა: რკინიგზის გზაგამტარი ხიდი ნაძალადევის რაიონში, გარდაბნის ცენტრალური ტრასის 10 კმ-იანი მონაკვეთი, კომუნალური მეურნეობის სხვადასხვა შენობა-ნაგებობა და სხვა; არის ღვაწლმოსილი სპორტსმენი, გამოჩენილი კალათბურთელი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და სპორტული საზოგადოებების მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.28 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |