Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კალატოზი![]()
Biographyოსტატი, რომელმაც ააშენა სოფელ სოხთის(ჯავის მუნიციპალიტეტი) ეკლესია. იგი მოხსენიებულია ეკლესიის ერთ-ერთი კედლის სამშენებლო წარწერაში. მის მიერ აშენებული ეკლესია ერთნავიანია, რომელსაც ჰქონდა გარშემოსავლელი(ამჟამად, ამ გარშემოსავლელიდან დარჩენილია მხოლოდ სვეტისთავებისა და კედლისსვეტების ფრაგმენტები). აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის ქვეშ, მოწყობილია დიდი კრიპტა(სამარხი-სამლოცველო) საგანგებო შესასვლელით გარედან, აღმოსავლეთიდანვე. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის რელიეფური გამოსახულებები(ცხოველების, მხედრებისა და სხვ.), რომლებიც აგრეთვე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტექნიკური თვალსაზრისით შენობა ძალიან კარგადაა შესრულებული. ივანე კალატოზის მიერ აგებული ეკლესია, ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მორთულობის მიხედვით, X საუკუნით თარიღდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.209
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |