The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე ვახნიანსკი

Date of birth:22 October, 1899
Date of death:7 April, 1964  (at 64 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნოვი-ბუგი, ნიკოლაევის ოლქი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის IV ვაჟთა გიმნაზია 1918 წელს.

1919–1920 წლებში მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიასთან არსებულ რუსული დრამწრის წარმოდგენებში. 1921–1922 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის პროლეტკულტის რუსულ თეატრში, 1922–1924 წლებში–მოსკოვის სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ(პარალელურად სწავლობდა ამავე თეატრის მე-2 სტუდიაში), 1924–1927 წლებში კი მოღვაწეობდა ბაქოსა და თბილისის თეატრებში. 1927–1931 და 1945–1964 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული სახელმწიფო თეატრის რეჟისორი იყო, ხოლო 1943–1945 წლებში მაგადანის სახელმწიფო დრამატული თეატრისა. მნიშვნელოვანი დადგმები: ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი", ს. მიხალკოვის "საგანგებო დავალება", გ. ვლადიჩინასა და ო. ნეჩაევის "მშვენიერი ვასილისა", ვ. კატაევის "პოლკის შვილი", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" და სხვ. რუსი რეჟისორი და მსახიობი. თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. (გარდაიცვალა თბილისში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.222


Share: