Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რემი შაფთოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად; სხვადასხვა წლებში მუშაობდა რეჟისორად ხაბაროვსკის მოზარდ მაყურებელთა სამხარეო თეატრში, კალინინის მოზარდ მაყურებელთა საოლქო თეატრში, ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (მთავარი რეჟისორი) და თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ თეატრში; განახორციელა 100-ზე მეტი დადგმა. მათ შორის აღსანიშნავია: ა. ოსტროვსკის "რისხვა", ა. გუსევის "ივანე რიბაკოვი", ლ. მალიუგინის "ძველი მეგობრები", ა. აფინოგენოვის "მაშენკა", ა. ჩეხოვის "სამი და", ნ. ვინნიკოვის "მეცხრე "ა" კლასში", ა. ხმელნიკის "ჩემი მეგობარი კოლკა", ლ. ბრაუსევიჩის და ი. ხარნაუსოვას "ალისფერი ყვავილი, ირ. არაყიშვილის "ია და ცისკარა", ი. ჭავჭავაძის "სახრჩობელაზედ" და სხვ., 1968 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1969-1985წწ. მუშაობდა სარეჟისორო ფაკულტეტის კათედრის გამგის მოადგილედ; 1985 წლიდან არაქარტული ჯგუფების მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგედ; 1973 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი; 1981 წლიდან პროფესორი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.23; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.29 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |