Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორეეთი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1925-1926წწ. მუშაობდა ტექნიკოს-მხაზველად "სოიუზქსელელექტროში"; 1926-1930წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საპროექტო-სამონტაჟო განყოფილების გამგედ, შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარედ; 1932-1935წწ. "ამიერკავენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელის სამმართველოს მე-2 რაიონის უფროსად; 1935-1938წწ. - პირველი რაიონის უფროსად; 1938--1940წწ. "საქენერგოს" მთავარ ინჟინრად და პირველი რაიონის უფროსის მოადგილედ; 1940-1955წწ. იყო ზაჰესის მთავარი ინჟინერი; 1955-1958წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების განყოფილების უფროსი; 1958-1968წწ. "საქმთავარენერგოს", "თბილსრესის" და 35-500 კვ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციის დირექტორი; 1969 წლიდან დაინიშნა "საქენერგოს" საწარმო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; მონაწილეობდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის, "ენგური-ზესტაფონი-გლდანი-გარდაბნის" 500 კვ. 35-220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.28; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 7-8 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |