შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1970-1971წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში, ყაზახეთის სსრ-ში. ინჟინერ-ლეიტენანტის წოდებით მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად მიწისქვეშა სარაკეტო ბაზების მშენებლობაზე; მონაწილეობდა სარაკეტო წერტილების ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებში; 1970-1981წწ. მუშაობდა ინჟინრად და პარალელურად სწავლობდა ასპირანტურაში.; იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1981 წელს აირჩიეს ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარედ, 1982 წელს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტთან არსებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე კითხულობდა ლექციებს შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხებზე; 1981-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, მეცნიერებისა და ახალი ტექნიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსად, საქართველოს მშენებლობის მთავარ ინსპექტორად; მონაწილეობდა სპიტაკის (სომხეთი) და რაჭის მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში; 1989 წელს მივლინებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, 9-ბალიანი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მიზნით; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; შემდეგ დოქტორი; გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.28-29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |