The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ აბაშიძე

თეიმურაზ აბაშიძე
Date of birth:21 May, 1931
Date of death:1998  (at 66 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს.

1954-1957წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზგიპროტორგის" თბილისის ფილიალში - არქიტექტორად; 1957-1965წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" - მთავარ არქიტექტორად; 1965-1969წწ. საქართველოს ტურიზმის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1969-1970წწ. საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1970-1973წწ. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის საპროექტო ბიუროში მთავარ ინჟინრად; 1973-1977წწ. IV სახელოსნოს უფროსის მოადგილედ; 1977-1988წწ. საპროექტო ინსტიტუტ "ტურისტპროექტის" თბილისის ფილიალში - მთავარ არქიტექტორად; 1988-1999წწ. საქართველოს სპეციალიზებული საპროექტო-საძიებო ჯგუფის უფროსად; 1971-1976წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტისა და 1973-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის პედაგოგი; მისი ნამუშევრებია: სპორტის სასახლე (1956-1961), ბავშვთა სპორტული სკოლა ფიგურული სრიალისთვის (1962-1964), "ლოკომოტივის" სტადიონი (რეკონსტრუქცია-გაფართოება - 1961-1962), რესტორანი "თბილისის ზღვა" (1958-1964), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საცხოვრებელი სახლი (1961-1963), ავეჯის სახლი (1974), საწარმოო ტრესტ "საქსამთოქიმიისა" და "საქმთავარნავთობმომარაგების" ადმინისტრაციულ და საწარმოო-ლაბორატორიულ შენობათა კომპლექსი (1977-1984); ასევე: 100 სააგარაკო სახლი წყნეთში (1960-1965), დედათა და ბავშვთა საზაფხულო ტურბაზა შოვში (1968-1970), ვაჭრობის სახლი კისლოვოდსკში (1958-1962), მცხეთის, გორის, ჯავისა და ტამიშის წლიური მოქმედების ტურბაზები (1984-1989), ასეთივე ტურბაზები (განაშენიანება) - როსტოვში, ჩეჩნეთსა (კურირტ ბენოიზე) და ბურიატ-მონღოლეთში (1986-1987).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.29-30

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: