The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე აბესაძე

კონსტანტინე აბესაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1995  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1942 წელს.

1942 წელს მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალიზებულ მშენებლობებზე (გზები, ხიდები, აეროდრომები) უბნის უფროსად; 1946-1949წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად ავტოქარხნის მშენებლობაზე; 1949-1951წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1952-1969წწ. N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1969-1973წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1974-1977წწ. ხაშურის N9 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის N1 სამმართველოს უფროსად; 1977-1985წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" ხაშურის სამშენებლო ორგანიზაციას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.30-31

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: