The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ერმაკოვი

დიმიტრი ერმაკოვი
Date of birth:1846
Date of death:10 November, 1916  (at 70 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Collector, Painter, Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ფოტოგრაფირება დაიწყო 1866 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის, შეკრებისა და ფიქსირების საქმეში. 1870 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისათვის ტრაბზონიდან(თურქეთი) პეტერბურგში გაგზავნა თორთუმის ოლქში გადაღებული სურათები, ეს არის სამხრეთ საქართველოში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პირველი ფოტოფიქსაცია. 1880 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე(ახლანდელი შოთა რუსთაველის გამზირი) გახსნა ფოტოატელიე. 1897 წელს აირჩიეს ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად, 1912 წელს–ამავე საზოგადოების დამფუძნებელ წევრად, 1907 წელს–მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად. 1910 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციაში, გადაიღო 900-მდე ფოტოსურათი(მ. შ. იყო ის ძეგლებიც, რომლებიც შემდგომ განადგურდა). დიმიტრი ერმაკოვმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასახა ფოტოფირებზე ძველი თბილისის ხედები, ქუჩები, მოედნები, ცალკეული შენობა-ნაგებობანი, დუქან-სახელოსნოები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. მისი ნამუშევრები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ყოფაზე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტონეგატივები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.66

Member of Organizations

  • მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, წევრი (1907-)
  • ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოება, წევრ-კორესპონდენტი (1897-)
  • ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1912-)

Share: