The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა გეჯაძე

შალვა გეჯაძე
Date of birth:22 March, 1913
Date of death:19 March, 1979  (at 65 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ 1934 წელს, სწავლა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

1937-1942წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1942 წლიდან - ბათუმის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლუკა (მოლიერის, "ძალად ექიმი"), გრიფიოლე (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ელიშექი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), საიათნოვა (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ურმი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), როსტომი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), შაჰ-აბაზი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მიტია (გ. მდივნის "პარტიზანები"), საბა ბერი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბრაგინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ხასანი იაგორი (ი. ვაკელის "შური"), პარტიზანთა მეთაური (კ. სიმონოვის "მედოლე"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ქურუმი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), არჩემაშვილი (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა") და სხვ.; გადაღებულია ეპიზოდურ როლებში კინოფილმებში: "12 სკამი", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "პიერი - მილიციის თანამშრომელი", "უდიპლომო სასიძო" და "ფეოლა". თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.30; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; შალვა გეჯაძე : ნეკროლოგი // საბჭოთა აჭარა. - ბათუმი, 1979. - 23 ნოემბერი

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1949 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: