შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრას. მ. კოკოჩაშვილი იკვლევდა ბაშვთა ასაკის ქირურგიას, ტრავმატიზმს, უროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების საკითხებს, განსაკუთრებით კი, მენჯ-ბარძაყის სახსარში თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და ბავშვთა ძვალ- სახსრის ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ქართულ ენაზე შეადგინა ბავშვთა ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო. ფარმაცევტ ივანე კოკოჩაშვილის შვილი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 576; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 116; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.51-57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |