The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ აბრამიშვილი

ვახტანგ აბრამიშვილი
Date of birth:1 September, 1928
Date of death:21 January, 1992  (at 63 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა(1951) და მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის(1956) არქიტექტურის ფაკულტეტები.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად და დაწინაურდა სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1963-1972წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") იყო სახელოსნოს უფროსი; 1972 წლიდან 1988 წლამდე "თბილქალაქპროექტში" არქიტექტურულ საამქროს ხელმძღვანელი; მისი პროექტებით თბილისში დაგეგმარდა ვაკის პარკში ღია კინოთეატრი, მთავარი შესასვლელი, აშენდა საქართველოს მთავრობის კანცელარია (ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი), პოლიტგანათლების სახლი (აღმაშენებლის პროსპექტზე), სარეაბილიტაციო ცენტრი, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ღუდუშაურის სახელობის კლინიკა, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, ადმინისტრაციული სახლები (გლდანსა და საბურთალოზე), ორი მეტროსადგური ("ვაგზლის მოედანი" და "აკაკი წერეთლის გამზირი"), იაკობ გოგებაშვილის მემორიალი (მთაწმინდაზე), მიწისქვეშა გადასასვლელები; ასევე - პანსიონატები (ბაკურიანსა და წყნეთში), ეროვნული ბიბლიოთეკა (კიშინიოვში), 555-ადგილიანი სასტუმრო (მახაჩკალაში), ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. ლიხაურში), არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი (გაგრაში), საცხოვრებელი კომპლექსები გლდანის მასივსა და ვაზისუბნის დასახლებაში; სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებსა და კონკურსებში; მიღებული ჰქონდა 14 პრემია: I პრემიები - სასტუმრო "ინტურისტისთვის" (სოხუმი), ხელოვნების ცენტრისთვის (პარიზში), მემორიალისთვის (ბორჯომში) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.31-32საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.31

Awards and Honors

  • 1986 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, "ხუთწლედის მატიანე"
    საწარმოო გაერთიანება "ისანის" ბაგა–ბაღი(თბილისი)
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შენობა(თბილისი)
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1957 - საქართველოს ახალგაზრდობისა და სტუდენტობის I ფესტივალი, ლაურეატი
    გამარჯვების (ვაკის) პარკის შადრევნები(თბილისი)
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

Share: