Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რიხარდ კარლ ზომერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მიუნხენი, გერმანია. დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია 1893 წელს. 1912–1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მოიარა თითქმის მთელი საქართველო. ქმნიდა ძირითადად ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს – პორტრეტებს, ყოფით ბატალურ სცენებს, არქიტექტურულ ძეგლებს, პეიზაჟებს ("ძველი თბილისი", "სვანი ქალი", "გურული ტიპები", "გრემი", "ვაშლის გამყიდველი") და სხვ. მხატვარი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. გახლდათ ლადო გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი. რიჰარდ კარლ ზომერის ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქალაქებსა და კერძო კოლექციებში. იყო რეპრესირებული. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.376 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |