The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ მდინარაძე

გაბრიელ მდინარაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წლიდან ოზურგეთის თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ.  ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ექიმი (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს "მარიამ ტიუდორი"), გაბრიელი (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), ქსანთე (გ. ფიგეირედოს "მელა და ყურძენი"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება") და სხვ. 2012 წელს ოზურგეთის თეატრის წინ მას გაუხსნეს ვარსკვლავი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.32; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 642

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ა. ხორავას სახელობის პრემია
  • 2018 - ხელოვნების ქურუმი
    ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2018 - უ. ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2015 - ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: