შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე შამათავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეძაძამე, სენაკის რაიონი. 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე; პოდპოლკოვნიკი. 1954-1956წწ. ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის გაზეთ "ლენინსკაია ზნამიას" ქართული გამოცემის რედაქტორი. 1956-1957წწ. თადარიგში გასვლის შემდეგ ჟურნალ "კომუნისტური აღზრდისათვის" რედაქტორი, 1957-1984წწ. საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, 1984 წლიდან იქვე მთავარი სპეციალისტი შრომის მეცნიერებათა ორგანიზაციის დარგში. აქვს საგმირო-პატრიოტულ თემაზე დაწერილი 25 ნაწარმოები. არის ქართული დოკუმენტური სატელევიზიო ფილმების სცენარების ავტორი ("ქარცეცხლიან დღეთა ქრონიკა", "გმირი, ლექსი, სიმღერა", "კომისარი"). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 58 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |