The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ აბუსერიძე

თენგიზ აბუსერიძე
Date of birth:8 November, 1945  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში, ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში, გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მიწისქვეშა სამუშაოების ტრესტში, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ცეკავშირის სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველად, შპს "მერცხლის" პრეზიდენტად; მისი მონაწილეობით შესრულდა გარე ქსელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ქ. თბილისის გლდანის, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიკრორაიონებში; აიგო წყალსადენი და გადასასვლელი ხიდი დუშეთის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სინთეტიკური და მწვანესაფარიანი საფეხბურთო სტადიონები - თბილისში, ლესელიძესა და გრიგოლეთში; წყალსათხილამურო კომპლექს "მალთაყვას" ელექტროტაბლო - ფოთში, "მერსედეს-ბენცის" მაღაზია-სალონი - ქ. თბილისში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.34


Share: