The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ადამია

გურამ ადამია
Date of birth:12 November, 1949  (74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქ. ოდესის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტი, საზღვაო ნავსადგურებისა და შემოსასვლელი არხების მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1980წწ. მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში - მშენებელ ინჟინრად; 1980-1985წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1985-1986წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის მთავარ ინჟინრად; 1986-1992წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველოს მოადგილედ; 1992-1999წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარება-რეკონსტრუქციის მთავარ ინჟინრად; 1999 წლიდან შავი ზღვის ყულევის ტერმინალის მშენებლობის მთავარი ინჟინერი და სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი იყო; ხელმძღვანელობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის N 1, 2, 6, 7, 8 ნავსადგომების მშენებლობასა და სანავსადგურო რკინიგზის რეკონსტრუქციას, ფოთის ნავსადგურის საბორნე გადასასვლელის, რკინაბეტონის, გემთმშენებელი ქარხნების რეკონსტრუქციასა და საამქროების მშენებლობას, ასევე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ქ. ფოთში. არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.36; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.129

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ფოთის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Share: