Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიკ ადამიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ურალის ოლქის სპეციალიზებულ სამხედრო-სამშენებლო სამმართველოში, თავდაცვითი მნიშვნელობის სამხედრო-ტექნიკური ობიექტების მშენებლობაზე - ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი სამშენებლო უბნისუფროსად; 1966 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამშენებლო ტრესტების - "მრეწვმშენისა" და "მაღლივმშენის" სამშენებლო სამმართველოში, რომლებიც თბილისში სამრეწველო ობიექტებს, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებს აშენებდნენ; 1974-1980წწ. მუშაობდა ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოში, ჯერ მთავარ ინჟინრად და შემდეგ - სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა "ვარიანი-ცხინვალისა" და "გუჯარეთი-ბორჯომის" მაგისტრალური წყალსადენების მშენებლობას, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას აღმოსავლეთ საქართველოში (ბორჯომში, ხაშურში, გაჩიანში); 1980-1991წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველის მოადგილე (მშენებლობის დარგში); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.36 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |