The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ადეიშვილი

ვაჟა ადეიშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში; 1970 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა: 1975-1980წწ. იყო საქართველოს კპ ლენინის რაიკომისა და თბილისის ქალაქკომის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, ქ. თბილისის ლენინის რაიონის რაიკომის მდივანი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1981 წელს მუშაობდა მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილედ; სს "თბილქალაქმშენის" მთავარი მენეჯერი; მონაწილეობდა გლდანის მასივის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ფონიჭალისა და დიდი დიღმის დასახლებების განაშენიანება-კეთილმოწყობაში; ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიისა და საჩხერეში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კადრებთ უზრუნველყოფას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.37


გააზიარე: