The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუჯა ავალიანი

გუჯა ავალიანი
Legal name:ედვარდ ავალიანი
Date of birth:30 January, 1937
Date of death:2002  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1961 წელს.

სხვადასხვა დროს იყო სსრკ მიმოსვლის გზათა სამინისტროს N9 საგზაო-სარემონტო მექანიკური ქარხნის მშენებელი ინჟინერი და სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს უფროსი ლაბორანტი, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს უმცროსი მაცნიერ-თანამშრომელი; 1978-1985წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" და "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოების უფროსის მოადგილედ; 1985 წლიდან იყო კონცერნ "საქგვირაბმშენის" ვიცე-პრეზიდენტი და დეპარტამენტის ხელმძრვანელი; წლების განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტის ლექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა ჟინვალის კომპლექსურიჰიდროკვანძი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი თბილისში, კავკასიის საუღელტეხილო გზების ნაწილი, ქსნის მინისტარის ქარხანა, თბილისის აეროპორტის პირველი კატეგორიის საავტომობილო გზა და სხვა საინჟინრო ნაგებობები ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის (ჰიდროგეოლოგიაში), სახელმძღვანელოს და რამდენიმე გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.38-39

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: