Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე შანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ნოღა, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. 1926-1929წწ. მუშაობდა წერა-კითხვის სალიკვიდაციო სკოლის მასწავლებლად; 1932-1939წწ. იყო ქ. თბილისის კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის მასობრივი განყოფილების გამგე, შემდეგ - განსახკომის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის მეთოდისტი. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს დემობილიზებული იყო, როგორც ომის ინვალიდი. შემოქმედებითი მუშაობა 1924 წელს დაიწყო. პირველი წიგნი "ლექსები" 1928 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის ძირითადი პოეტური კრებულები: "მეჩვიდმეტე" (1934), "ლექსები" (1937), "საბრძოლო სიმღერები" (1943), "სიყვარულმა მათქმევინა" (1955), "გულისნადები" (1962), "რაც მინატრია" (1967), "სახატე მზის და ვარდისა" (1975), "ნატვრისთვალი" (1977), "არდავიწყება" (1980). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელორუსულ ენებზე. კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურისა და ფოლკლორის საკითხებზე. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.- გვ. 683; ქართველი პოეტები: ენციკლოპედია/შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.341; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-290 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |