შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ სულთანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზია 1915 წელს. 1915 წლიდან დაიწყო მუშაობდა ავლაბრის რკინიგზელთა და სხვა წარმოება-დაწესებულებათა კლუბებში. სხვადასხვა დროს თამაშობდა: სოხუმის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ყვარელის და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში. შესრულებული აქვს 200-მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: გოჩა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ოტია ჯოლია, ფაშა (ვ. გუნიას "და-ძმა"), მახუთიანი (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), იასონი, დათა (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), თავადი ზაალი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ინსტრუქტორი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება'), გენერალი ევდოკიმოვი (ი. ვაკელის "შამილი"), გრაფი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ.; 1944 წელს ყვარელში ჩამოაყალიბა თეატრის მოყვარულთა დასი. სხვადასხვა თეატრებსა და დრამატულ კოლექტივებში დადგმული აქვს 120- მეტი სპექტაკლი, მათ შორის აღსანიშნავია: შ. დადიანის "გეგეჭკორი", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", ალ. ყაზბეგის "არსენა", ა. წერეთლის "პატარა კახი", გ. ქელბაქიანის "გამოცდები", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "სამი სიცოცხლე" (1924), "შავ მთებში" (1941), "ჭრიჭინა" (1954), "აბეზარა" (1956), "მაია წყნეთელი" (1959), "ხევისბერი გოჩა" (1964), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "დიდოსტატის მარჯვენა" (განმგეთუხუცესი, 1970) და სხვ. მღეროდა მ. კავსაძის, ვ. მათურელის და სხვათა გუნდებში. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.33 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |