შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ სცენის თანამშრომლად, შემდეგ კი მსახიობად (1945). ამ თეატრის სცენაზე პირველად ითამაშა ილუას როლი ა. ცაგარელის კომედიაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟისორი გ. ჟურული); 1954 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი სოლისტია, სადაც მრავალი საინტერესო და ორიგინალური სცენური სახე შექმნა. საოპერო სტუდიისა და მუსკომედიის თეატრების სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: თანდარუხი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), თავადი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ავთანდილი (შ. დადიანის "გულსუნდა"), ზუპანი (ი. კალმანის "მარიცა"), მიკი (ი. დუნაევსკის "ლაღი ქარი"), გიგოია (ა. კერესელიძის "სამი პატარძალი"), ირაკლი (შ. მილორავას "შესანიშნავი სამეული"), ფრედი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), ბარნაბი (რ. ლაღიძის "მეგობრები"), პაბლო (გ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), კურკა, კინტო ("კურკას ქორწილი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.33; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |