შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოშრევან ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარის ტრესტ "ხიდმშენი N2 N401" ხიდმშენი მატარებლის (დნეპროპეტროვსკი) - ოსტატად და სამუშაოთა მწარმოებლად; ასევე, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის სარკინიგზოხიდების აღდგენა-მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1954 წელს მონაწილეობდა "ზესტაფონი-ჭიათურის" ფართოლიანდაგიან ხაზზე ხიდების მშენებლობასა და 1956 წელს ჩრდილოეთ კავკასიის მონაკვეთზე სარკინიგზო ხიდის რეკონსტრუქციაში;მისი ხელმძღვანელობით აშენდა ლივონის ხიდი (230მ) მდ. დვინაზე, 210 მ. სიგრძისა და 42 მ. სიმაღლის რკინაბეტონის ექსპერიმენტული თაღოვანი ხიდები კრივოი როგსა და რიგაში; 1961 წელს მწყობრში ჩადგა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კორპუსი, ასევე, ხიდები და გზაგამტარები "მარნეულ-მადნეულის" და "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო გზებზე, როკის გადასასვლელზე, ორი გზაგამტარი და თაღოვანი რკინაბეტონის ხიდი მდ. რიონზე (ქუთაისთან). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.39 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |