The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ავალიანი

ნუგზარ ავალიანი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 2014  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

მუშაობა დაიწყო მშენებლობის ოსტატად, კონსტრუქტორ-დამპროექტებლად, ინჟინერ-ტექზედამხედველად, ტექნიკუმის სპეცსაგნების მასწავლებლად, თერჯოლის მთავარ არქიტექტორად; 1970 წლიდან პარტიულ და სამეურნეო სამუშაოაზეა; იყო სახალხო დეპუტატთა ქუთაისისა და ტყიბულის საქალაქო საბჭოების აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე, პარტიის ქუთაისის ავტოქარხნის რაიკომის, წყალტუბოსა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების პირველი მდივანი; 1983-1986წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; არის ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისას ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქარხანა "ავანგარდის", წყალტუბოს საკოლმეურნეობათშორისი 500-ადგილიანი სანატორიუმის, ვარციხჰესების კასკადი II-ს, ტყიბულის სამედიცინო-სანიტარული კომპლექსის, პროფტექნიკური სასწავლებლის მშენებლობას; არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; 2010 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო-პატრიოტული მოძრაობა" და მისი ხელმძღვანელია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.39-40


გააზიარე: