Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინა ლოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის საშუალო სკოლა 1926 წელს. 1922-1927წწ. მუშობდა ჭიათურის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში მოკარნახედ; ამავე დროს მღეროდა ამავე კლუბთან არსებულ მომღერალთა გუნდში, რომელსაც ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა; სცენაზე პირველად 1923 წელს გამოვიდა ჭიათურის თეატრში, შეასრულა გოგიას როლი პ. ირეთელის "ქრისტინეში"; 1927-1928წწ. ქუთისის თეატრში მუშაობდა მოკარნახედ; 1928 წლიდან მსახობად მიიწვიეს ჭიათურის თეატრში; სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: ქუთაისის (1929-1931, 1932-1934), ჭიათურის (1934-1935, 1938-1941, 1945-1948), სოხუმის (1936-1937), ბორჯომის (1937-1938), გორის (1945-1948), ზუგდიდის (1948-1949), ცხინვალის (1949-1957) სახელმწიფო თეატრებში; 1961-1962წწ. იყო ჭიათურის მაღაროთა კლუბის დირექტორი. სხვადასხვა თატრებში დადგმული აქვს: მ. კიკვაძის "დიმიტრი თავდადებული", მ. ჯაფრიძის "ჩვენებურები" და "ჟამთაბერის ასული", ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", კ. მილორავას "კერპ-ჯიუტა", ვ. სობკოს "ასი მილიონი" და სხვ.; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მედინა, ლიანა (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია", "სანაპიროზე"), ნელი, იამზე (გ. ქელბაქიანის "დაგვიანებული სინანული"), ფაცია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მარო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), შალიკო, წუნა, კოწო, მარინე (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი", "კომბლე"), ტატიანა, ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კორენკინა, ანუშკა, ოტრადინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დეზდემონა, ჯულიეტა (უ. შექსპირის "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა"). წერდა რეცენზიებს, ლექსებს, სტატიებს, კითხულობდა ლექციებს ლიტერატურისა და თეატრის შესახებ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.35; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.42; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.410-411 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |