შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოლიკარპე სუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა სამტრედიის მუშფაკი(მუშათა ფაკულტეტი) 1934 წელს. 1936 წელს სამტრედიის, ხოლო 1937 წელს თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის მსახიობი იყო. 1938 წლიდან მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრში, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: ფიცილა(რ. ლაღიძის "კომბლე"), ინჟინერი მალაღურიძე(გ. კახიანის "ნაბიჭვარი"), სოლეიმანი და სულთან-ბეგი(უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალანი"), ხატება(დ. მუდუნიოს "შავი ურჩხული"), გრაფი ფედერიკო(ვ. კურტიდის "თივა და ავი ძაღლი"), ბაზაზი(ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები"), ლევანი, დომენტი(შ. ჯოჯუას "მეკარე", "უცნაური მკვლელობა"), ოტ-ფიო(ვ. ცაგარეიშვილის "სკაპენის ოინები") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |