The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალფაიძე

ალექსანდრე ალფაიძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1997  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1950წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის მაღაროს მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1950-1956წწ. ტრესტ "საქჩაიმონტაჟის" სამტრედიის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1956-1962წწ. მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სამტრედიის სამმართველოს უფროსად; 1962-1967წწ. სამტრედიის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1968 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამტრედიის N2 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა იმერეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს ორდენები და მედლები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.42-43

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: