The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ალხაზაშვილი

ბადრი ალხაზაშვილი
Date of birth:8 August, 1939  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა დროს სამშენებლო ორგანიზაციებში ოსტატად, უფროს ოსტატად, უბნის უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1972-1976წწ. ხელმძღვანელობდა გაერთიანება "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" რუსთავის სამმართველოს, რუსთავის მრავალდარგოვან კომბინატს; იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; ხელმძღვანელობდა ადგილობრივი კურორტების მართვის სამმართველოს "საქკურორტის" გარე საინჟინრო ქსელებისა და კეთილმოწყობის სამმართველოს; 1993-1998წწ. მუშაობდა მოსკოვში, ამერიკულ სამშენებლო ფირმაში: იყო შპს "სალოს" მშენებლობის კოორდინატორი; მნიშვნელოვანი წილი აქვს შეტანილი რუსთავის მეტალურგიული და ქიმიური ქარხნების, ტაბახმელის ბიოკომბინატის, ქარხანა "ცენტროლიტის", კაზრეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, რუსთავის რამდენიმე მიკრორაიონის მშენებლობაში; ასევე - ქუთაისში, თელავში, საგარეჯოსა და სხვა რაიონებში სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.43


Share: