Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუსუფ კობალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით და გარდასახვის უნარით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა გმირულ-რომანტიულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") ქართული საბჭოთა თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: "ბაში-აჩუკი" (ჩოლოყაშვილი; რეჟ. ლ. ესაკია, 1965;); "ორი ოჯახი" (ვახტანგ ყიფიანი; რეჟ. დ. კანდელაკი, 1958); "მანანა" (ადმირალი; რეჟ-ები ზ. გუდავაძე, შ. მარტიაშვილი, 1958) და სხვ. მსახიობი გამოირჩეოდა იშვიათი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტითა და მდიდარი არტისტული მონაცემებით. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 564; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 94-95 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |