The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუკრი ალხაზაშვილი

ნუკრი ალხაზაშვილი
Legal name:ნუგზარ ალხაზაშვილი
Date of birth:10 April, 1936  (89 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტების: საქქალაქმშენსახპროექტის" N5  და 1964-1965 წწ. "თბილზნიიეპის" N1  სახელოსნოებში არქიტექტორად, 1965-1969წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად; 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის არქიტექტურის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად; 1973-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სწავლული მდივანი; 1976-1977წწ. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია-ექსპედიციის ხელმძღვანალი; 1978-1981წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა რესტავრაციისა და ადაპტაციის სამმართველოს უფროსი; 1979-1982წწ. საქართველოს საპატრიარქოს მთავარი არქიტექტორი; 1982-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტისა და "მცირე აკადემიის" პედაგოგი; 1995 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ფოლკლორული კვლევის ლაბორატორიის "V სექტორს"; არის სიძველეთა დაცვისა და საკულტო ნაგებობების არქიტექტურული დაპროექტების მეთოდიკის კვლევის ს/კ სექტორის დამფუძნებელი თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV (1983) და VI (1989) სიმპოზიუმების, ევროპის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ცენტრის სემინარისა (იტალია, 1991) და ამიერკავკასიის ქვეყნების არქიტექტორთა ერევნის გამოფენის (1964) მონაწილე; გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.43-44

Member of Organizations

  • არქიტექტორთა კავშირის საკონსულტაციო საბჭო, წევრი

Share: