The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დაგმარა გოგიჩაიშვილი

დაგმარა გოგიჩაიშვილი
Date of birth:1928  (97 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

1946 წლიდან მუშაობა დაიწყო ფოთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1952 წლიდან ფოთის თეატრის მსახიობი; 1957 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის შ. დადიანი სახელობის დრამატულ თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მზია (რ. ებრალიძის "ნანა"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), მადამ კუკუ (მ. სებასტიანი "უსახელო ვარსკვლავი"), ანიკა (ე. რანეტის "გზააბნეული შვილი"), ჟოზინა (ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მონნა ვანა (მ. მეტერლინკის "მონნა ვანა"), მაგდანა (გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), სტეფანია (ჯ. ფლეტჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი"), თამარ ცბიერი (აკ. წერეთლის "თამარ ცბიერი"), კაროლინა (შ. ცვაიგის "სახლი ზღვის პირას"), მის ტომსონი (ბ. ტომასის "ჩარლის დეიდა"), რიფსიმე (ლ. მილორავას "მელა მახეში"), ნექტარინა (შ. დადიანის "გვირგვლიანების ოჯახი"), მუზა (კ. ბუაჩიძის "პროვინციელი ქალიშვილი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 42; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: