Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარას ხორავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. 1934-1936წწ. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1935 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში მსახიობად. უმეტესად ასრულებდა სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეტიელა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ალმასხანი (ა. წერეთლის "კინტო"), ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ალონსო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ქავთარა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ზაზა ციციშვილი (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), ობერ-ლეიტენანტი (გ. გულიას "გმირის კლდეკარი"), სულეიმანი (ვ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალალან"), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ვარგასი (გ. სარდუს "ფლანდრია"), კარანდაშევი, ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), სახლთუხუცესი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. გადაღებულია ფილმში - "პირველი მერცხალი"(ბიკენტი). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.43; http://khorava.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |