The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ამაშუკელი

ნოდარ ამაშუკელი
Date of birth:18 April, 1934
Date of death:2005  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადებიდ ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1997 წელს დაინიშნა მინისტრის მრჩევლად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძრვანელობდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობას. მათ შორისაა: საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი, გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია "მელოდია", ქორწინების სასახლე, თერაპიის ს/კ ინსტიტუტი, სეფსისის ცენტრი, მცენარეთა დაცვის ს/კ ინსტიტუტი (თბილისში); მთავრობის დასასვენებელი კომპლექსი (მიუსერაში), ღვინის ქარხანა (ოკამში), წყალსათხილამურო კომპლექსი "მალთაყვა" (ფოთში) და სხვა; 1991-1992წწ. კურირებდა საქართველოს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.44-45; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.266

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: