The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ამირეჯიბი

ირაკლი ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 1969  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფი სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1932-1934წწ. მუშაობდა საკავშირო სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენის" ამიერკავკასიის გამყოფილების ინჟინერ-დამპროექტებლად; 1935-1937წწ. ხრამჰეს-1 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერ-დამპროექტებლად; 1937-1941წწ იყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების ჯერ უფროსი ინჟინერი, შემდეგ "ხრამჰეს-1" ძალოვანი კვანძის დამპროექტებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1950წწ. საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰოდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების "ხრამჰესის" სექტორის უფროსი; 1950-1955წწ. ეზმინჰესის სექტორის უფროსი და მთავარი ინჟინერი; 1955-1959წწ. "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილების ნამახვანჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1959-1969წწ. ენგურჰესის სექტორის უფროსი, ენგურჰესის პროექტის პირველი მთავარი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.45; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ.13

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: