შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფი სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა საკავშირო სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენის" ამიერკავკასიის გამყოფილების ინჟინერ-დამპროექტებლად; 1935-1937წწ. ხრამჰეს-1 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერ-დამპროექტებლად; 1937-1941წწ იყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების ჯერ უფროსი ინჟინერი, შემდეგ "ხრამჰეს-1" ძალოვანი კვანძის დამპროექტებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1950წწ. საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰოდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების "ხრამჰესის" სექტორის უფროსი; 1950-1955წწ. ეზმინჰესის სექტორის უფროსი და მთავარი ინჟინერი; 1955-1959წწ. "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილების ნამახვანჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1959-1969წწ. ენგურჰესის სექტორის უფროსი, ენგურჰესის პროექტის პირველი მთავარი ინჟინერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.45; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ.13 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |