Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩორჩანელი![]()
Biographyსამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-IX საუკუნეებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა ჩორჩანელების სამფლობელო ციხე ჩორჩანიდან. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი - გიორგი ჩორჩანელი პირველად IX საუკუნის წყაროში, ''სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში'' იხსენიება, მაგრამ, სავარაუდოა, რომ საგვარეულო არსებობდა VIII საუკუნიდან მაინც. ჩორჩანელების საფეოდალო მოიცავდა ჩორჩანს, ზანავს და სხვა მრავალ დაბას (ახლანდელი ადიგენის რაიონი), სადაც ჰქონდათ ტაძრები (სასახლეები) და ციხეები, ჩოჩანელი ან მხარის დიდი მთავარი იყო. მისი ვასალები ("საკუთარნი", "წინაშემდგომელნი") იყვნენ მცირე მთავრები. ეპარქიულად ჩორჩანელის საფეოდალო შედიოდა მაწყვერლის (აწყურის ეპისკოპოსის) სამწყსოში. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ სერაპიონმა ააშენა ზარზმის მონასტერი, რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერიტორია უწყალობა. გიორგი ჩორჩანელი იყო ძველი ჩორჩანელის საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ის უშვილოდ გარდაიცვალა და ყმა-მამული დაუტოვა მირიან ბაჰლაუნდზე გათხოვილი თავისი დის, ლატავრას (მონაზვნობაში თეკლას) შთამომავლობას. თვით ჩორჩანს, როგორც ჩანს, დაეუფლა ლატავრის უფროსი ვაჟი - სულა, რომელიც გახდა ახალი ჩორჩანის საგვარეულოს ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო ჯაყელთა საგვარეულოს, ხოლო უმცროსი ვაჟის სახელი - ლაკლაკი იქცა ბაჰლაუდების მესამე განშტოების სახელწოდებად - წარმოიქმნა ლაკლაკთა გვარი. ახალი ჩორჩის (ხოლო შემდეგ მათი შთამომავალი საგვარეულოს ხურსისძეების) საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. X საუკუნის 70-იან წლებში ზარზმაში ეგვტერი ააგო ახალი ჩორჩანელის წარმომადგენელმა, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრობის მონაწილემ ივანე სულას ძემ, (ალბათ ''სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" მოხსენიებული სულა მირიანის ძის ვაჟმა). ივანე სულას ძის შვილიშვილები უნდა იყვნენ XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეები: ძმები გიორგი ჩორჩანელი და ფარსმანთმოგველი სულას ძეები. გიორგი ჩორჩანელი უკანასკნელია წყაროებში მოხსენიებული ახალი ჩორჩიდან. შემდეგ ახალი ჩორჩის სამფლობელოს დაეპატრონა ამ საგვარეულოს ახალი განშტოება - ხურსისძენი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.149
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |