Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ამირეჯიბი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს, 1979 წელს კი - მოსკოვის ცენტრალური დაგეგმარების ინსტიტუტის ასპირანტურა. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, 30-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის კათედრას; მისი ძირითადი ნამუშევრებია: კურორტ არჩმანისა (1973) და ბარისახოს გენერალური გეგმები (1974), სოხუმის დ/ს "იუპიტერის" რეკონსტრუქცია (1975), 50-ადგილიანი სასტუმრო ბაკურიანში (1989), რესტორანი "ევროპა" თბილისში (1993), საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმი (1994); სხვადასხვა დროს მონაწილეობდა კონკურსებში: რიყის განაშენიანება (1984, II პრემია), ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი (მოსკოვი, 1977, ჟიურის სპეციალური პრემია), თბილისში რეკლამის განთავსების კონფერენცია (1998, I პრემია). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.45 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |