The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ამირეჯიბი

კონსტანტინე ამირეჯიბი
Date of birth:17 January, 1952  (72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს, 1979 წელს კი - მოსკოვის ცენტრალური დაგეგმარების ინსტიტუტის ასპირანტურა.

წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, 30-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის კათედრას; მისი ძირითადი ნამუშევრებია: კურორტ არჩმანისა (1973) და ბარისახოს გენერალური გეგმები (1974), სოხუმის დ/ს "იუპიტერის" რეკონსტრუქცია (1975), 50-ადგილიანი სასტუმრო ბაკურიანში (1989), რესტორანი "ევროპა" თბილისში (1993), საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმი (1994); სხვადასხვა დროს მონაწილეობდა კონკურსებში: რიყის განაშენიანება (1984, II პრემია), ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი (მოსკოვი, 1977, ჟიურის სპეციალური პრემია), თბილისში რეკლამის განთავსების კონფერენცია (1998, I პრემია).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.45

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს არქიტექტურულ-იურიდიული კავშირი, პრეზიდენტი

Share: