The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ამირიძე

ალექსანდრე ამირიძე
Date of birth:4 March, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ტაშკენტის ქალაქმშენებლობის საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად; 1966-1976წწ. მუშაობდა გორის ხიდების სპეციალიზებულ სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1976-1978წწ. N13 საგზაო სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან სათავეში ჩაუდგა გორის ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; მისი მოღვაწეობის პერიოდში ხიდმშენებლობაში მალების ნაშენებად წინასწარდაძაბული ნაკრები კოჭების გამოყენებას ინტენსიური ხასიათი მიეცა; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა მალების ნაშენების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები სახიდე გადასასვლელებზე: რიკოთულაზე (4 ხიდი), დუმალასა და ძირულაზე (2 ხიდი), ლიახვსა და მეჯუდაზე (3 გზაგამტარი) წიწამურის ხევზე, რიონსა და კაპარჭყინაზე (2 ხიდი); ასევე, კახეთის ზონის მდინარეებზეც (შარახევი, კისისხევი, შრომისხევი, აკურა, ალაზანი, დურუჯი); სახიდე გადასასვლელები მოეწყო აფხაზეთის მდინარეებზეც (აფსტა, ფსოუ, ტამიში, ტუმუში, მოქვი, მაჭარა), "გაგრა-განთიადის" მონაკვეთზე (ესტაკადები) "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" საავტომობილო გზაზე; განსაკუთრებით გამოსარჩევია 63-მეტრიანი ფოლად-რკინაბეტონის მალების ნაშენების გამოყენება მდ. მტკვარზე, არაგვზე, ალაზანსა და თავფარავანზე; მისი მონაწილეობით აგებული სახიდე გადასასვლელები, ვანტური ხიდი მდ. მტკვარზე (სოფელ უფლისციხესთან) და დაკიდებული ხიდი მდ. ალაზანზე (აზერბაიჯანის საზღვართან).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.46

Awards and Honors

  • საპატიო მეგზევე

Share: