The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბატონიშვილი

კონსტანტინე ბატონიშვილი
Date of birth:4 July, 1789
Date of death:3 May, 1844  (at 54 years)
Category:Royalty, Military Person

Biography

იმერეთის მეფის დავით II-ის ძე. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მისცა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების ცდის გამო 1792 წელს სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 წელს რუსეთის  მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაში.  მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში "მერეტინსკებად" ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 643

Awards and Honors

  • გენერალ-მაიორი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: